8 აგვისტოს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და მის შინაარსზე შეთანხმდნენ. ორივე სახელმწიფომ დაუჭირა მხარი ეუთოს "მინსკის ჯგუფის" დაშლას, სომხეთმა აიღო კონსტიტუციის შეცვლის ვალდებულება და აშშ-ის ჩართულობით, შემუშავდა ე.წ. "ზანგეზურის დერეფნის" გახსნის მოდელი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე, დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე "რეგიონული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს, რიჩარდ გირაგოსიანს ვესაუბრეთ.
საუბარს დავიწყებ ვაშინგტონის შეხვედრით, რა არის ამ შეხვედრის მნიშვნელობა. ეს არ არის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ ეს დიდი ნაბიჯია მშვიდობისკენ და როგორია რეაქციები სომხეთის შიგნით?
მე ვფიქრობ, ვაშინგტონში, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების ბოლო შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექქტი ის არის, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია ზოგადი დიპ
